Friday, November 16, 2012


პროექტის მთავარი თემა: რა არის ეკოლოგია
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ საჭირო ინფორმაციებს ეკოლოგიის მნიშვნელობაზე, შეისწავლიან გარემოს დაცვას და გაუფრთხილდებიან ბუნებას.
პროექტის სრული აღწერა: პროექტი ითვალისწინებს თითოეული ადამიანის დამოკიდებულებას გარემოს მიმართ.მოსწავლეები დაინტერესდებიან თემით და გადაწყვეტენ მოსახლეობასთან ხშირი შეხვედრებით აღმოფხვრან ის პრობლემები,რომელიც მართლაც სერიოზულია და რომელსაც სჭირდება ძალისხმევა იმისათვის რომ  თითოეული ადამიანი მსოფლიოში იყოს ჯანმრთელი და საღი.  მოსწავლეები ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას ,ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა:პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები ისწავლიან ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას, ინფორმაციის დახარისხებას, პრეზენტაციის შექმნა-მოწყობას. ბავშვები გამოიყენებენ და გაიღრმავებენ სწავლის პროცესში მიღებულ ცოდნას.
მოსწავლეთა ასაკი: 15 წ
ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
მიზნები და შედეგები: ჩამოუყალიბდებათ სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულება,ინტერესი გარემოს მიმართ. გაუფრთხილდებიან და არ დააბინძურებენ გარემოს.
სამუშაო ენა: ინგლისური, ქართული.
ტექნიკური რესურსები: თვალსაჩინოებები  ან ვიდეო მასალები, სადაც  კონკრეტული სურათები და მითითებებია,თუ რატომ უნდა ვუფრთხილდებოდეთ ბუნებას.
პროექტის ავტორი: როზეტა ხვიჩია.Rozetaxvichiae gmail. Com. Martvili1